Tuesday, April 29, 2014

შეხვედრა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში


2014 წლის 26 აპრილს 19 კაციანი დელეგაცია გაემგზავრა სვანეთის ხაიშიდან თეთრიწყაროს ხაიშში.თეთრიწყაროს ხაიშში მივედით საღამოს და დავბინავდით ნათესავთა ოჯახებში.მეორე დღეს,27 აპრილს საზოგადოება "იმედი 2006"-ის(ხელმძღვანელი ქალბატონი ლალი გელოვანი) სააქტო დარბაზში შედგა შეხვედრა სვანეთის ხაიშელებსა და თეთრიწყაროს ხაიშელებს შორის.შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა თეთრიწყაროს გამგებელი,ასევე სტუმრები თბილისიდან.შეხვედრა წაიყვანა პროექტის კოორდინატორმა ქალბატონმა გულიკო შოშიტაშვილმა.
სიტყვით გამოვიდნენ სვანეთის ხაიშიდან:ზურაბ ნიჟარაძე,აკაკი ზუმაძე,ოლეგ ჭკადუა.
თეთრიწყაროს ხაიშიდან:ლალი გელოვანი,გენადი ჭკადუა,ასმათ ჭკადუა,ვალერიან გელოვანი და სხვები.აზრი გამოთქვეს ასევე სტუმრებმაც ტბილისიდან.შეხვედრამ ჩაიარა საინტერესო და საქმიან ვითარებაში.   


  
                                    თეთრიწყაროს ხაიშის მკვიდრი ვალერიან გელოვანი
                                                სვანეთის ხაიშელი ოლეგ ჭკადუა  
 ასმათ მასწავლებლის ემოციური გამოსვლა


                                                 სიტყვით გამოდის დავით გულბანი


                              საკმაოდ დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა
                                   სვანეთის ხაიშის საჯარო სკოლის პედაგოგი აკაკი ზუმაძე

No comments:

Post a Comment