Wednesday, April 2, 2014




დღეს,2014 წლის 2 აპრილს გაიმართა პირველი შეხვედრა ხაიშის თემის სოფელ ქვედა ხაიშში პროექტის ფრგლებში:"ახალი ხაიში ძველის დასაცავად."სოფლის მოსახლეობა გაეცნო აღნიშნული პროექტის არსს,მის მიზნობრიობას.
შემდეგ ნაჩვენები იყო ფოტოკოლაჟი და ვიდეომასალა,რომელიც გადავიღეთ თეთრიწყაროს ხაიშში.
აღნიშნული სიუჟეტების ნახვის შემდგომ დამსწრეებმა გამოთქვეს მოსაზრებები როგორც თეთრიწყაროს ხაიშის მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობის,ასევე ხუდონჰესთან მიმართებაში.
შეხვედრის ბოლოს მოსახლეობამ გამოკვეთა და დაასახელა ხუთი პიროვნება,რომელიც უნდა წარიგზავნოს მათი სოფლიდან იმ დელეგაციის შემადგენლობაში,რომელიც პროექტის ფარგლებში გაემგზავრება სვანეთის ხაიშიდან თეთრიწყაროს ხაიშში.



No comments:

Post a Comment