პროექტის შესახებ



პროექტის სახელი : ახალი ხაიში ძველის დასაცავად

პროექტის მიზანი:
სვანეთის ხაიშის მოსახლეობის მიერ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში სვანეთის ხაიშიდან გადასახლებული და თეთრიწყაროს ხაიშში ჩასახლებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და მათი გამოცდილების გამოყენება ხუდონჰესის აშენება-არაშენების გადაწყვეტილების მიღებისას.



პროექტის დირექტორი:ზურაბ ნიჟარაძე.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი:ირინა გურჩიანი.

განმახორციელებელი ორგანიზაცია:ა.(ა).ი.პ."მეოხი2010".

პარტნიორი ორგანიზაცია:საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია(ACSDG).

პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი:გულიკო შოშიტაიშვილი.

საქმიანობების პერიოდი:1 მარტი-2 ივნისი.

პროექტის განხორციელების ადგილი:სვანეთში-ხაიშის თემის სოფლები და დასახლებები,ასევე თეთრიწყაროს რაიონის სოფელი ხაიში.



რეზიუმე:გასული საუკუნის 70-იანი წლებში საკავშირო ხელისუფლების ეგიდით გადაწყდა მდინარე ენგურზე ენგურჰესის შემდეგ მეორე კაშხლის-ხუდონჰესის აშენება(საერთოდ იმთავითვე დაიგეგმილილი იყო კასკადური კაშხლების მშენებლობა-ენგურესი,ხუდონჰესი,ხაიშიჰესი,ტობარჰესი და ფარიჰესი,რაც ამჟამადაც ძალაში რჩება.ყველა ეს კაშხალი ითვლება საშუალო და მაღლივ კაშხლებად და ასევე,ყველა მათგანი არის წყალსაცავიანი).
მშენებლობა ხუდონჰესზე დაიწყო 1979 წელს(მნიშვნელოვანია ის,რომ ტოპონიმი ხუდონი ეწოდებოდა სოფელ ხუდონს,წალენჯიხის ტერიტორიაზე,რომელიც ამჟამად მთლანადაა მოქცეული ენგურჰესის წყალსაცავის ქვეშ).
1979 წლიდან 1989 წლამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე(ხაიშიდან დაახლოებით 3 კილომეტრზე) განხორციელდა მნიშვნელოვანი სამუშაოები(შესრულებულია მიწისქვეშა სამუშაოების დაახლოებით 70%,დაწყებულია კაშხლის ტანის მშენებლობა და ა.შ),რაც ექსპერტთა შეფასებით შეადგენს დაახლოებით 178 მილიონ აშშ დოლარს.
ადგილობრივი მოსახლეობა იმთავითვე უარყოფითად იყო განწყობილი ხუდონჰესის მშენებლობის მიმართ,თუმცა მაშინდელ საბჭოთა დროში რაიმე ქმედითი ღონისძიებების განხორციელება ამ მხრივ ყოვლად წარმოუდგენელი იყო გასაგები მიზეზების გამო.1987 წელს თეთრიწყაროს რაიონში,ე.წ.დურნუკის ველზე(მარნეულიდან 5-6 კმ-ზე) შეირჩა ადგილი,რომელსაც ეწოდა ხაიში და დაიწყო სოფლის ინტენსიური მშენებლობა.უკვე 1988 წლიდან(და შემდგომაც) სვანეთის ხაიშის მოსახლეობის ნაწილი გადავიდა საცხოვრებლად თეთრიწყაროს ხაიშში,თუმცა,უნდა აღინიშნოს ისიც,რომ ბევრი მათგანი დაბრუნდა უკან მიზეზთა გამო.
საბჭოთა კავშირის რღვევამ და ეროვნული მოძრაობის აზვირთებამ გამოიწვია ხუდონჰესის მშენებლობის შეჩერება.შემდგომ პერიოდში ვიდრე ე.წ."ვარდების რევოლუციამდე"ხუდონჰესის გარშემო შეწყდა საუბრები და მოსახლეობაც შეეგუა,რომ ხუდონჰესზე საბოლოოდ ითქვა უარი.
განსაკუთრებული გააქტიურება ხუდონთან მიმართებაში დაიწყო 2007 წლიდან,რასაც შედეგად მოჰყვა ის,რომ სააკაშვილის მთავრობამ 2011 წელს გააფორმა მემორანდუმი ინგლისურ-ინდური კომპანია "ტრანს ელექტრიკა-ს"შვილობილ კომპანია "ტრანს ელექტრიკა ჯორჯიასთან".ამ მემორანდუმის მიხედვით სააკაშვილის მთავრობამ სიმბოლურ 1 აშშ დოლარად აღნიშნულ კომპანიას გადასცა(ფაქტობრივად აჩუქა):1400 ჰექტარი მიწა,178 მილიონ აშშ დოლარად შესრულებული სამუშაოები,აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე ტყის ფონდი და ა.შ.
აღნიშნული მემორანდუმის მიხედვით ინვესტორს ეძლევა უფლება ააშენოს,ექსპლოატაცია გაუწიოს და შეხედულებისამებრ განკარგოს მიღებული ელექტროენერგია(საქართველო ზამთრის ოთხი თვის განმავლობაში მიიღებს ელექტროენერგიას 5.84 ცენტად).
მიუხედავად იმისა,რომ ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში გარკვევით წერია"უარი ატომურ და გიგანტურ ჰესებს",დღეს კვლავ გრძელდება ხუდონჰესის მშენებლობის განხორციელების მცდელობა.
პროექტი:"ახალი ხაიში ძველის დასაცავად"(პროექტის დირექტორი-ზ.ნიჟარაძე,ორგანიზაციის ხელმძღვანელი-ი.გურჩიანი,განმახორციელებელი ორგანიზაცია:ა.(ა).ი.პ."მეოხი-2010",პარტნიორი ორგანიზაცია:საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია(ACSDG)) ემსახურება იმას,რომ სვანეთის ხაიშმა იხელმძღვანელოს თეთრიწყაროს ხაიშის მცხოვრებთა გამოცდილებით ხუდონჰესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას.



პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე პროექტის ფარგლებში შეძენილია:
ა)-2ც.ნოუთბუქი.
-2ც. ნოუთბუქის ჩანთა.
-1ც. პრინტერი(სკანერი).
-1ც. ფოტოკამერა.
-1ც.ფოტოკამერის ჩანთა.
-2ც. მაგთიფიქსის მოდემი.
-საკანცელარიო საქონელი.
ბ)გახსნილია ფეისბუქის გვერდი და ბლოგი,სადაც პერიოდულად აიტვირთება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და მიმდინარე აქტივობები,ასევე ის ინფორმაციები,რაც ხუდონჰესის მშენებლობას ეხება.



No comments:

Post a Comment